სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი და ბენარის სკოლის დირექტორის მიმართვა საზოგადოებას-„ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ყველა თავს იგრძნობს აღიარებულად“
24-09-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ახალი შემართებით, მოტივაციითა და პოზიტიური განწყობით დაიწყეს.

სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სკოლის დირექტორის ნინო ფორჩხიძის მიმართვა, მილოცვა და საერთო მიზნების დასახვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს პერიოდი ყოველთვის გვავსებს ახალი შესაძლებლობებით, მიზნებით და გამოწვევებით. სკოლა ის ადგილია, სადაც ჩვენი მომავალი თაობა არა მხოლოდ ცოდნას იძენს, არამედ იზრდება, ვითარდება და ხდება საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. 

ჩვენი მიზანია შევქმნათ სასწავლო გარემო, რომელიც თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, განავითაროს თავისი პოტენციალი, იპოვოს შთაგონება და საკუთარი გზა. ამასთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ იმ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორიცაა ერთმანეთის პატივისცემა, მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა.

მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენი სკოლის წარმატების განუყოფელი ნაწილი ხართ. თქვენი მხარდაჭერა და შრომა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში.

გისურვებთ, რომ ეს წელი იყოს ნაყოფიერი, სავსე ახალი ცოდნით, მეგობრობითა და წარმატებებით! ერთად შევქმნათ სასწავლო გარემო, სადაც ყველა თავს იგრძნობს აღიარებულად და დაცულად.

წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს მისცა სტიმული, რომ ბენარის საჯარო სკოლა მათი წარმატებით არაერთხელ ასახელონ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203