ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად, დიდი ზარ-ზეიმითა და სადღესასწაულო ყიჟინით დაიწყო.
საზეიმოდ მორთული სასკოლო გარემო, ღიმილიანი პედაგოგები და თვალებაციმციმებული მოსწავლეები - ასეთი იყო ახალი სასწავლო წლის პირველი დღე თამარიანის საჯარო სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს კი, სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას ახალ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ძვირფასო მასწავლებლებო გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში და, რაც ჩვენთვის – ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროფესიულ წინსვლას და წარმატებას; ჩვენს მოსწავლეებს კი - მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის დაუოკებელ წყურვილს და გამარჯვებას, გვიყვარხართ ძალიან და გვეიმედებით!“,- აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: