ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
სკოლას, კლასელებსა და მასწავლებლებს მონატრებული მოსწავლეები სკოლაში დაბრუნებას ზეიმობდნენ, პედაგოგები კი მათ გულთბილად მასპინძლობდნენ.
საზეიმოდ მორთული კლასები, მხიარული მოსწავლეები და ღიმილიანი პედაგოგები - ასეთი იყო ახალი სასწავლო წლის პირველი დღე განჯალის საჯარო სკოლაში.
დღის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებას ადმინისტრაციამ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, წარმატება, წინსვლა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: