ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის საზოგადოებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე აღმოჩნდა.
აკადემიური წელი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიწურულს სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა თებრონე სულაძემ მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. ბოლოს, დირექტორმა მადლობა გადაუხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს - ჯონდო მდივნიშვილს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.
„ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და სასკოლო საზოგადოებას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ასევე ვულოცავ ყველა სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს, წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს ვუსურვებ!
მუდამ ხალხის სამსახურში მყოფი მერი ჰყავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, ნინიგორის საჯარო სკოლის სახელით წარმატებებს გისურვებთ ბატონო ჯონდო“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები: