„მშვიდობა არის ყველაზე ლამაზი სანახაობა“ - შულავერის N1 სკოლის მოსწავლე ლინდა ბერიძემ, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, საინტერესო პოსტერები შექმნა 
23-09-2024

რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.

სკოლა მშვიდობის კვირეულში ჩაერთო. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, შულავერის სკოლის მოსწავლემ - ლინდა ბერიძემ ციფრული პოსტერები დაამზადა.

მისი გზავნილი იყო - „მშვიდობა არის ყველაზე ლამაზი სანახაობა“, „მშვიდობა არის ყველაზე დიდი მონაპოვარი“. მოსწავლის შექმნილ პოსტერებში მკვეთრადაა გამოხატული მისი დამოკიდებულება მშვიდობის მიმართ, ასევე წარმოჩენილია შემოქმედებითი უნარები. 

სასკოლო საზოგადოება მოსწავლის ნიჭიერებითა და შემოქმედებითობით მოხიბლულია.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203