ქვემო მახოს საჯარო სკოლის მასწავლებლები - მინდია დიდმანიძე და ქეთინო აბულაძე 2024-2025 სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით შეხვდნენ
24-09-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

2024-2025 სასწავლო წელი პროფესიული წინსვლით სკოლის ორმა მასწავლებელმა დაიწყო. 

ქვემო მახოს საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - მინდია დიდმანიძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

ხოლო დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - ქეთინო აბულაძემ მორიგ საგანში დაადასტურა კომპეტენცია და დამატებით, სპორტის გამოცდა ჩააბარა. 

სკოლაში ახარებთ, პედაგოგების სურვილი განვითარდნენ, იზრუნონ სტატუსის ამაღლებაზე, მოსწავლეებისთვის ახალი მიდგომებისა და მეთოდების შეთავაზებაზე, რაც რა თქმა უნდა, მოსწავლეთა განათლების ხარისხზე აისახება. 

სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და წარმატებულ პროფესიულ საქმაინობას უსურვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203