როდის დაირიცხება მასწავლებელთა ხელფასები ახალი ფორმულით - სამინისტრო განმარტავს
23-09-2024

როდის დაირიცხება მასწავლებელთა ხელფასები ახალი ფორმულით? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დეტალების გარკვევა განათლების სამინისტროსთან გადავწყვიტეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ ახალი ფორმულის შესაბამისად, საჯარო სკოლების მასწავლებლები ანაზღაურებას მიმდინარე თვის ბოლოსთვის მიიღებენ.

რაც შეეხება იმას, კვლავ ორ ეტაპად მოხდება თუ არა თანხების ჩარიცხვა - ოფიციალურ სტრუქტურაში განგვიცხადეს, რომ სამინისტროსგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვაუჩერებს მიიღებენ და ამის შემდეგ დაირიცხება ხელფასებიც.

გარდა ამისა, etaloni.ge-ს წყარომ გაუმხილა, რომ რესურსცენტრებში იბარებენ სკოლების დირექტორებს ან ბუღალტრებს, რათა დეტალურად და ზუსტად მოხდეს პერსონალის შრომის ანაზღაურების დაანაგრიშება და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეუფერხებლად დაირიცხოს ხელფასები.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203