ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გაიაზრეს
11-06-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია გულიკაშვილმა მე-7ა კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - გამჭოლი კომპეტენციები აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავში“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციის გააზრებას.
„სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელია ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და ა.შ. მოსწავლეებმა უკვე შესწავლილი ტექსტიდან გამოყვეს ამ კომპეტენციისთვის შესაბამისი ეპიზოდები და გააანალიზეს, იმსჯელეს და მოაწყვეს დისკუსია გაკვეთილის მიზნიდან გამომდინარე საკითხებზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მისი თქმით, მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს პოემის მთავარი პერსონაჟის შემწყნარებლობის, თავმდაბლობის, პრობლემის მოგვარების, სხვისი უფლებების პატივისცემის უნარ- ჩვევებზე და დაასკვნეს, რომ ომში გამარჯვებული არ არსებობს, ამიტომ მსოფლიოს ლიდერებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ მშვიდობის შენარჩუნებისათვის.