3 უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს მიმდინარე კვირაში განიხილავენ - დეტალები
24-09-2024

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის საბჭო 26 და 27 სექტემბერს 3 უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხ სგანიხილავს. 

ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 სექტემბერს საბჭო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიიის ავტორიზაციის საკითხის განხილავს; ხოლო 27 სექტემბერს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა გაიმართება. 

„საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზებისთვის სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ,  Zoom პროგრამის/ აპლიკაციის საშუალებით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom  შეხვედრის მისამართი და საჭირო მონაცემები, რომლითაც  ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, რომ დისტანციურად ჩაერთოს განხილვის პროცესში“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203