აფხაზეთის N14 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. გამონაკლისი წელსაც არ ყოფილა - სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
ეს კურსამთავრებულები არიან:
1. გიორგი ვართაგავა - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - სამართალი;
2. თიკო საბულუა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - ფილოლოგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში;
3. ანი ღულათავა - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - მედიცინა დიპლომირებული მედიკოსი;
4. ნანა თოდუა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამართალი;
5. ანრი შამათავა - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (პროფესიული) - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება.
სასკოლო საზოგადოება მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებს.
„გილოცავთ ჩემო ძვირფასებო ცხოვრების ახალ ასპარეზზე გადასვლას. მუდამ წარმატების გზებით გევლოთ. დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს ჩვენს მოსწავლეებზე ზრუნვისთვის, რომლებიც უკვე სტუდენტები გახდნენ. ბევრი ასეთი წარმატებული მოსწავლეები აღეზარდოს ჩვენს აფხაზეთის N14 საჯარო სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: