ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, მდგრადი განვითარების კვირეულმა აიღო სტარტი.
კვირეული სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, გეოგრაფიის პედაგოგმა მზია კუბეციამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონებრივი მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ გახსნეს.
შეხვედრაზე მზია კუბეციამ მოსწავლეებთან მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და 17 მიზნის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონებრივი მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ კი მოსწავლეებს ესაუბრა "მდგრადი განვითარების მიზნების წყალტუბოს მუნიციპალურ დოკუმენტზე" რომელიც 10 მიზანსა და 22 ამოცანას გულისხმობს.
დოკუმენტი სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების გენერალური ანსამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრისა და 2017 წლის 7 ივლისის რეზოლუციებს.
შეხვედრა დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ.
იხილეთ ფოტოები: