დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე მზრუნველობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოსკოლა, რომლის წევრებიც ეკოაქტივობებს ახორციელებენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
ეკოსკოლელების ინიციატივით, 20 სექტემბერს აღინიშნა დასუფთავების მსოფლიო დღე. მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და საზოგადოებას საუკეთესო მაგალითი მისცეს.
ყოველი წლის სექტემბერში დასუფთავების მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება გლობალურია და მასში თითქმის მთელი მსოფლიო ერთვება. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეები ერთიანდებიან და წინასწარ შერჩეულ ადგილებს ნარჩენებისგან წმენდენ.
იხილეთ ფოტოები: