ლემშვენიერას საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას წარმატებით შეხვდა
24-09-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლე-მასწავლებლები 2024-2025 სასწავლო წელს დიდი სიხარულითა და შემართებით შეხვდნენ და ერთმანეთის წარმატება გაიზიარეს. 

სკოლაში სასწავლო წელი ლუკა კვანჭიანის წარმატებით დაიწყო, რომელიც ორი კვირის წინ მსოფლიოს პრიზიორი გახდა მკლავჭიდში. 

წელი წარმატებული იყო წლევანდელი კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც მასწავლებელთა ნდობა სრულად გაამართლეს და 16 სტუდენტი დაეუფლება სასურველ პროფესიას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს. 

„ჩემო საყვარელო ბავშვებო, ძვირფასო მშობლებო და ჩემო ღირსეულო კოლეგებო, გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!  ჩვენი წარმატებები წელსაც გარდაუვალია! ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერას საჯარო სკოლა!“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203