გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო მიღწევებზე აისახება. წელს სკოლას სამი ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
ახლახან, კურსდამთავრებულები ახალგაზრდულ ფესტივალზე საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები და ფულად ჯილდო გადასცეს.
სკოლის დირექტორი გულნაზი ჭელიძე მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს.
„სამი ოქროს მედალი! სამი უმაღლესი გრანტი! ყველაზე მაღალი ქულები გარდაბნის რაიონში და მხრებში გაშლილი მე და ჩემი კოლეგები!, ჩვენ გვიყვარს ლემშვენიერა საჯარო სკოლა!“,- სიამაყით წერს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები: