ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს დაწყებითი კლასების ბავშვთა ცეკვის ანსამბლი. ანსამბლის წევრები დიდი მონდომებით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ზაფხულში დილითის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ბავშვთა ცეკვის ანსამბლი პედაგოგ ვანო ბალახაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში ცეკვის ფესტივალში მონაწილეობდა.
პატარა მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე წარმატებით წარდგნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
სკოლაში მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს წარმატებას ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: