ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საკლასო ოთახები ლამაზად - დეკორაციებით, ბუშტებით მოირთო.
ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და თითოეულ მათგანს ნაყოფიერ, წარმატებულ სასწავლოს წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: