ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო ვითარებაში განახლდა.
ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. ღია ცის ქვეშ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. ბავშვებს საკლასო ოთახებში კუთვნილი კომპიუტერები დახვდათ, რამაც მათი განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: