თლუღის საჯარო სკოლაში საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულ სამ მოსწავლეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
24-09-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მოსწავლეებისთვის შექმნილია მრავალფეროვანი სასწავლო გარემო. 

ამას მოწმობს სწავლის დაწყების პირველი დღე, რომელიც სკოლაში ნამდვილ დღესასწაულად იქცა. 

სკოლას მხოლოდ სამი მოსწავლე ჰყავს. მათ დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულითა და სიხარულით, საზეიმო გარემოში შეეგებნენ. 

დირექტორი მარინა გოცირიძე მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203