გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
არდადეგების შემდეგ, სასკოლო საზოგადოება ცოდნის ტაძარს ახალი შემართებითა და მიზნებით დაუბრუნდა, მონატრებული კლასელები ერთმანეთს სიყვარულით შეეგებნენ, მოსწავლეებს კი პედაგოგებმა გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს.
განსაკუთრებით ემოციური და სტიმულის მიმცემი იყო, სასკოლო საზოგადოებისთვის ადმინისტრაციის მიმართვა.
„ესეც ასე! დაიწყო ახალი 2024-2025 სასწავლო წელი!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისთვის.
განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ ჩვენს სკოლაში მიიღონ!“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: