საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე, ერთმანეთს მონატრებული მოსწავლეები და ღიმილიანი პედაგოგები - ასე დაეიწყო ახალი სასწავლო წელი ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში.
არდადეგების შემდეგ, სასკოლო საზოგადოება სკოლას განახლებული შემართებით, ამაღლებული მოტივაციითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდა.
მოსწავლეთა განწყობა მეტად აამაღლა სკოლის ხელმძრვანელის ედუარდ ბოლქვაძის მიმართვამ: „ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო გილოცავთ ახალ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას“, - დირექტორმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: