ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი ჟრიამულით, დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ იყო. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს საზეიმო ვითარებაში, დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: