ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ, შთამბეჭდავ გარემოში დაიწყო.
სკოლის ეზოში ლამაზი და ემოციური ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და სკოლის ეზომ.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - რამაზ მახარაძემ, რომელმაც სწავლის დაწყება ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ხარისხიანი განათლების მიღებას, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: