წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბერს საზეიმოდ დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღეს მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები საზეიმოდ, დიდი სიყვარულით დახვდნენ. მათთვის სკოლის ეზოში, რომელიც ლამაზი ბუშტებით მოირთო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება მეგობრებსა და პედაგოგებს“, - გვიყვებიან სკოლაში.
საზეიმოდ მორთულმა სკოლის გარემომ მათი მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის დირექტორმა - ნინო ჯალიაშვილმა და მასწავლებლებმა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!“, – აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: