საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში პროექტის „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. სკოლას პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე და სხვა სტუმრები ესტუმრნენ.
მათ სკოლას ასამდე წიგნი ჩამოუტანეს და საჩუქრად გადასცეს.
მოსწავლეებმა ჩამოსულ სტუმრებს პატარა ღონისძიება დაახვედრეს და ასე გამოხატეს მადლიერება და პატივისცემა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მომავალში სკოლაში მკითხველთა კლუბის გახსნა იგეგმება, კვირაში ერთი დღე დაეთმობა ლიტერატურის კითხვასა და განხილვებს.