ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება ევროპული სტანდარტებით განახლებულ შენობაში აღნიშნეს.
ახალმა, სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმულმა სკოლის გარემომ მოსწავლეების განწყობა აამაღლა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. მათ საკლასო ოთახში კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები დახვდათ.
ეს დღე მოსწავლეებისთვის ძალიან ლამაზი და ემოციური აღმოჩნდა.
სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას ყველას ულოცავენ და წარმატებულ წელს უსურვებენ. სასკოლო საზოგადოება ასევე მადლობას უხდის განათლების სამინისტროს.
„მადლობა განათლების სამინისტროს ევროსტანდარტებით გარემონტებული სკოლისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: