ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. ღონისძიებაზე, თავდაპირველად ყველამ ერთად შეასრულა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, შემდეგ კი სკოლის დირექტორმა - დონარი აბულაძემ სიტყვა წარმოსთქვა.
მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, უსაყვარლეს მოსწავლეებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, პირველკლასელს - ნუცა თავართქილაძეს საზეიმო ვითარებაში კომპიუტერი გადასცა, ხოლო წლევანდელ აბიტურიენტებს კი წარმატებები უსურვა.
„მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელს - ნუცა თავართქილაძეს სასწავლო წლის დაწყებას, რომელმაც პირველად შემოაღო დღეს ჩვენი სკოლის კარი რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე სტუმრად იყო სკოლის კურსდამთავრებული დეა თავართქილაძე, რომელმაც თავისი გამოცდილება გაუზიარა მოსწავლეებს და პირველკლასელს დაეხმარა პირველი ზარის დარეკვაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: