ციხისძირის საჯარო სკოლის პატარა მოცეკვავეები - მართა თურმანიძე და ანასტასია ფუტკარაძე საშემსრულებლო ოსტატობისთვის დაჯილდოვდნენ 
24-09-2024

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო.

სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მართა თურმანიძემ და ანასტასია ფუტკარაძემ ცეკვაში წარმატებებს მიაღწიეს. მათ კარგი საშემსრულებლო ოსტატობისა და მოსამზადებელი ჯგუფის წარმატებით დასრულებისთვის სიგელები და დიპლომები გადაეცათ.

მეხუთეკლასელებმა უკვე დაიპყრეს ცეკვით რამოდენიმე ქვეყანა. გვპირდებიან მწვერვალებზე ასვლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევებით ამაყობს და მომავალში ორივეს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203