საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს ორგანიზებულად შეხვდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წლების განმავლობაში სკოლას არ ჰქონდა კომპიუტერული ტექნიკით გამართული ისტ-ის კაბინეტი. ახლა კი სკოლა ახალი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა.
„ეს სასწავლო წელი, დავიწყეთ გამართული კომპიუტერული ტექნიკით. სკოლის ისტ-ის კაბინეტში დამონტაჟდა ახალი კომპიუტერები. ასევე, მასწავლებელთა ხელშეწყობის მიზნით, სამასწავლებლოში განთავსდა კომპიუტერი ინტერნეტკავშირით და პრინტერით. სკოლის ადმინისტრაციაც შეივსო ახალი კომპიუტერებით“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ, რომ სკოლა მზადაა უპასუხოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს.
„ასეთი გულისხმიერებისათვის სკოლის თანამშრომლებისგან უღრმესი მადლიერება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. სკოლას აქვს მზაობა უპასუხოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას შეემატა რვა პირველკლასელი. სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე მათ საზეიმოდ გადაეცათ ბუკები პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში. დამრიგებელმა კი მათ განსაკუთრებული მიღება მოუწყო და საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.
იხილეთ ფოტოები: