ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, ამაღლებული განწყობით დაიწყო.
არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეები მონატრებულ კლასელებს დიდი სიყვარულით შეეგებნენ, პირველკლასელებმა წიგნიერების დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს, პედაგოგებმა კი, მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაუწიეს.
სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სკოლის ხელმძღვანელის ავთანდილ მახარაძის მილოცვა და სტიმულის მიმცემი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო საზოგადოების განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასიამოვნო, ჰარმონიული გარემოს შექმნას - სწორედ ამ მოტივით, აკადემიური სასწავლო წლის პოზიტიური დასაწყისი, წარმატების საწინსარი გახდება.
იხილეთ ფოტოები: