ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით დაიწყო.
პედაგოგებმა მოსწავლეებს გულითადი მასპინძლობა გაუწიეს, მათ შორის იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნარგიზ გელაძე, რომელმაც მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული კლასი დაახვედრა და ჰარმონიული გარემო შეუქმნა.
„წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებ ჩემო ძვირფასებო!“, - ამ სიტყვებით მიულოცა მასწავლებელმა მოსწავლეებს ახალი აკადემიური წლის დაწყება და მათთან ერთად, განახლებული ენერგიით შეუდგა სასწავლო პროცესს.
ემოციებით სავსე და პოზიტიურად დამუხტული იყო 16 სექტემბერი პაქსაძეების საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: