ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწო.
მოსწავლეები სკოლას დიდი სიხარულითა და ჟრიამულით დაუბრუნდნენ, მონატრებულ კლასელებსა და პედაგოგებს შეეგებნენ და ახალა უკვე, აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო პროცესს.
სასკოლო საზოგადოებისთვის სტიმულის მიმცემი იყო სკოლის დირექტორის - როლანდ ბოლქვაძის მილოცვა და ემოციური გზავნილი.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასკოლო საზოგადოების განწყობაზე ზრუნვას და მათთვის სასიამოვნო და ჰარმონიული გარემოს შექმნას.
იხილეთ ფოტოები: