ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს საჯარო სკოლაში სკოლის ბიბლიოთეკა წიგნებით დასაჩუქრდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას წიგნები რონდელის ფონდმა გამოუგზავნა. სკოლაში ფონდის წევრებს მადლობას უხდიან საჩუქრისთვის და მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში თავისი წვლილის შეტანისთვის.
„მადლობა საჩუქრისთვის, სულ კარგი საქმე ეკეთებინოთ მომავალი თაობების აღზრდისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას და ბავშვებში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას - რა უნდა იყოს იმაზე ღირებული, ვიდრე წიგნებით სავსე სკოლის ბიბლიოთეკა და კითხვაზე შეყვარებული მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები: