საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდასა და მათ ინფორმირებას.
მშობლებთან 2024-2025 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართა და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
მშობლები გაეცნენ სასკოლო დოკუმენტაციას, სასწავლო მიზნებს, მიმდინარე სასწავლო წლის გამოწვევებს.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მშობლების სასკოლო ცხოვრებით დაინტერესება და მათი აქტიურობა.
„სკოლის დირექცია მადლიერებას გამოვხატავთ აქტიური მშობლების მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მოტივაციისა და სკოლის წარმატების გარანტია.
იხილეთ ფოტოები: