ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ეთერ ბარამიძემ ახალი სასწავლო წელი პროფესიული წინსვლით დაიწყო.
პედაგოგმა საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებელი გახდა.
მასწავლებელს დირექცია, პედაგოგები წინსვლას ულოცავენ და წარმატებებს უსურვებენ პროფესიულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მხარდაჭერილი და წახალისებულია.
იხილეთ ფოტოები: