მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
16 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. ამ დღესთან დაკავშირებით, საკლასო ოთახები ლამაზად - დეკორაციებითა და ბუშტებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარი პირველად შეაღეს.
მათ სკოლაში დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით შეეგებნენ.
სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: