ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა ღვაწლმოსილ პედაგოგს - ლონგინოზ (ლონგო) ურუშაძეს ემშვიდობება.
მისი გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია. სკოლის დირექტორი ირმა მენაბდე და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო.
სამძიმრის წერილს პედაგოგი ირმა გორდელაძე აქვეყნებს:
„გარდაიცვალა ლიხაურის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი, საუკეთესო ლიხაურელი, კოლორიტი და უკეთილშობილესი ადამიანი ლონგინოზ( ლონგო) ურუშაძე.
ლონგო მასწავლებელო როგორ გვიყვარხარ ყველას. სულ გვეხსომება შენი უბადლო, გურული იუმორი“, - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ სკოლასა და ოჯახს.
იხილეთ ფოტო: