ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანი და მხოლოდ სამი მოსწავლე ჰყავს, პედაგოგები ზრუნავენ იმაზე, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს.
ამას მოწმობს ისიც, რომ დირექცია და პედაგოგები, ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეებს საზეიმოდ დახვდნენ. მათთვის საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო.
მორთულ-მოკაზმულმა გარემომ მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია აამაღლა.
სკოლის დირექტორი ირინა ქურციკიძე ყველა მოსწავლე-მასწავლებელს ულოცავს სწავლის დაწყებას და მათ წარმატებულ, ბედნიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: