არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკალათბურთო ფორმებით დასაჩუქრდნენ.
მარიამობის დღესასწაულს, ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელმა ლაშა თოიძემ, რომელიც სკოლის დიდი გულშემატკივარია და მოსწავლეთა მხარდამჭერია, საკალათბურთო ფორმები გადასცა მაკვანეთის საჯარო სკოლას.
როგორც სკოლის საქმეთა მმართველი მთვარისა ბაბილოძე აღნიშნავს, ეს საჩუქარი დიდი სიხარულია მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახალ სპორტულ დარბაზში ითამაშებენ.
„არტემ ერქომაიშვილის სახელობის საჯარო სკოლის სახელით მადლობას ვუხდით ლაშა თოიძეს“,- აღნიშნავს მთვარისა ბაბილოძე.