ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლა მოსწავლეებისთვის საზეიმოდ მოირთო. ბუშტებითა და ლამაზი დეკორაციებით მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა მოსწავლეების განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო. მათ ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახებში კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები დახვდათ, რამაც მათ მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა.
სწავლის დაწყება სკოლის დირექტორმა - მედეა ობოლაძემ ყველას მიულოცა და მათ წარმატებული, ნაყოფიერი, სიახლეებით და გამარჯვებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: