ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის დირექტორმა ნინო აფრასიძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
პირველკლასელებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ, მათ დირექტორმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გზა დაულოცა და ცოდნის ტაძარში შემობრძანება მიულოცა.
დირექტორმა ასევე, სიამაყით, აღნიშნა რომ სკოლას 2023-2024 სასწავლო წელს ყავდა ორი კურსდამთავრებული, რომლებმაც წარმატებებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და მიიღეს საუკეთესო ქულები, ერთმა მოსწავლემ 70% -იანი გრანტი მოიპოვა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მეორე კი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იხილეთ ფოტოები: