დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია. შესაბამისად, მოზარდები სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
21 სექტემბერს, ქუთაისში ჩატარდა საქართველოს საჯარო სკოლებს შორის 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი ფინალური ეტაპი - „მხიარულ სტარტები“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტის მასწავლებლის, როსტომ აბაშვილის დაუღალავმა შრომამ და აღსაზრდელების მხრიდან სპორტის განსაკუთრებულმა სიყვარულმა განაპირობა, რომ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იასპარეზეს წარმატებით და დაიკავეს დამსახურებული მე-3 ადგილი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ბრინჯაოს მედლები.
სკოლის დირექტორი ნანა ბედუკაძე და სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს, მასწავლებლებს: როსტომ აბაშვილს და ქეთევან ქავთარაძეს და მშობლებს ულოცავს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
„გამარჯვების გზაზე გევლოთ მუდამ ! გვეამაყებით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: