ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით განახლდა.
16 სექტემბერს სკოლაში ნამდვილი დღესასწაული იყო. მოსწავლეთა განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს. მათ საკლასო ოთახები ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც ბავშვებს მოტივაცია აუმაღლა.
დირექტორმა - თინათინ ჩხაიძემ სწავლის დაწყება ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა.
„გილოცავთ ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებული, პოზიტიური, მშვიდობიანი, შემოქმედებითად დატვირთული წელი მინდა გისურვოთ“, - ასე მიულოცა სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება.
იხილეთ ფოტოები: