ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლაში 16 სექტემბერს ჟრიამული იყო. სკოლაში მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. მათ საპატიო სტუმარი - ოზურგეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭაკნელიძე ეწვია. მან, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
2024-2025 სასწავლო წლის პირველი დღე თითოეული მოსწავლისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
სკოლის დირექტორმა - დავით ჯაბუამ მოსწავლეებს სწავლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
„წარმატებული სასწავლო წელი საყვარელო ბავშვებო და პედაგოგებო“, - აღნიშნა მან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: