ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ზარ-ზეიმით დაიწყო.
ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთნენ.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
სკოლის დირექტორმა - ნუნუ თოშხუამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სწავლის დაწყება და მათ წარმატებული წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: