დედალაურის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა 
25-09-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში, ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთათვის საზეიმო დახვედრა მოეწყო.

სკოლაში, ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე დადებითად იმოქმედა ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა. 

სკოლის დირექტორმა - გულიკო ფირცხალავამ ყველა მოსწავლე მასწავლებელს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებული, საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203