დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში, ახალი 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი, ემოციური იყო პირველკლასელთათვის და ასევე მათი მშობლებისთვის.
მათ საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში კომპიუტერები და წიგნები დახვდათ, რამაც ბავშვების მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველი კლასის პედაგოგმა - ქეთი გედევანიშვილმა და დაწყებითი კლასების სხვა მასწავლებლებმა დიდი მონდომებით იზრუნეს, რომ მოსწავლეებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სწავლის დაწყება.