წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
არდადეგებიდან დაბრუნებულმა მოსწავლეებმა სკოლის კარი სიხარულით შეაღეს, მათ მოტივაციაზე კი დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს, მონატრებულ მოწაფეებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიულოცა დირექტორმა დათო ხასაიამ და მოზარდებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
მართალია სასწავლო პროცესი სკოლაში მეორე კვირაა განახლდა, მაგრამ პირველი დღის ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ.
იხილეთ ვიდეომასალა: