ბაქირ კარალოვის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იფნარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო.
კლასელებს მონატრებული მოსწავლეები სიყვარულით შეეგებნენ ერთმანეთს, მასწავლებლებმა გულითადი დახვედრა მოუწყვეს პატარებს, პირველკასელებმა კი წიგნიერების დიდ სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგეს.
„გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, კოლეგებო! საზეიმო ვითარებაში დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი იფნარის საჯარო სკოლაშიც!“,- ასე მიულოცა სკოლის ადმინისტრაციამ სასკოლო საზოგადოებას აკადემიური წლის დაწყება და 16 სექტემბერი შეაფასა.
სკოლაში სასკოლო საზოგადოების განწყობაზე ზრუნვას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამიტომ, სკოლის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასიამოვნო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
იხილეთ ფოტოები: