დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს საჯარო სკოლის პედაგოგი რუსლან რუსტამოვი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით შეხვდა.
მასწავლებელმა წელს საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლაში პედაგოგის წინსვლა ახარებთ და მას სტატუსის მოპოვებას ულოცავენ.
„ამამლოს საჯარო სკოლა ულოცავს რუსლან რუსტამოვს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: