კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე იყო.
საზაფხულო არდადეგების შემდეგ, სასკოლო საზოგადოება ამაღლებული განწყობითა და დიდი ჟრიამულით დაუბრუნდა სკოლას.
„სწავლის განახლების პირველი დღე... პირველკლასელების ემოციები, მომავლის ნერგი, საყვარელი მასწავლებლებისთვის მირთმეული ყვავილები, ოცნების გაფრენილი ბუშტები, ბევრი მოლოცვა, კეთილი სურვილები...
პირველი ზარი, ძალიან ლამაზი მასწავლებლები, გოგონები და ბიჭები...“, - ასე აფასებენ 16 სექტემბერს ძველი აბაშის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ბმული